5 საათის და 55 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მარკ კუკურეიას ძალიან დასაფასებელი ქმედება

მსოფლიო ჩემპიონმა მარკ კუკურეიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოედანზე ნაჩვენები წარმატების გარდა, ადამიანური თვისებებითაც გამოირჩევა.

გავრცელებული ინფორმაციით, საკურიერო კომპანიის თანამშრომელი კუკურელიას სახლში შეკვეთის მისატანად მივიდა. ფეხბურთელის ამოცნობის შემდეგ მან მხოლოდ სამახსოვრო ფოტოს გადაღება სთხოვა.

თუმცა კუკურელიამ ამით არ დაკმაყოფილდა. ესპანელი მცველი სახლში შევიდა, მსოფლიო ჩემპიონის მედალი გამოიტანა და კურიერს რამდენიმე წუთით ათხოვა, რათა ფოტოს გადაღება ამ განსაკუთრებულ ჯილდოსთან ერთადაც შეძლებოდა.

ეს გულთბილი ჟესტი სოციალურ ქსელებში დიდი მოწონებით შეხვდნენ და ბევრმა აღნიშნა, რომ ეს ის მომენტია, რომელსაც კურიერი მთელი ცხოვრება ემახსოვრება.



Facebook კომენტარები