როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999" "ლარნეს" შეხვდება.
ამ მატჩის წინ მედიაში მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა.
ირკვევა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია ჩრდილოეთ ირლანდიაში ჯერ კიდევ არ გაფრენილა.
როგორც ცნობილია, გუნდის ფეხბურთელებს და კლუბის წარმომადგენლებს სავიზო პრობლემები შეექმნათ და ბრიტანეთის ვიზა ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
იბერია ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 30 საათში "ლარნეს" წინააღმდეგ გამართავს, ჩრდილოეთ ირლანდიამდე ფრენის დრო კი დაახლოებით 6 საათია.