4 საათის და 9 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ესპანელი გაგიჟებულია! - ლუის ენრიკემ პრესეზონზე უკმაყოფილება ვერ დამალა

პარის სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის მუშაობით უკმაყოფილოა.

ჟურნალისტ სერხი კასტილიოს ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტს სურს, რომ პსჟ-მ სატრანსფერო პროცესები დააჩქაროს, რათა 2026/27 წლების სეზონის დაწყებამდე საკუთარი გუნდის დაკომპლექტება დროულად შეძლოს.

ენრიკეს სურს, რომ ახალი ფეხბურთელები რაც შეიძლება მალე შეუერთდნენ გუნდს და მათ სეზონისთვის მომზადების პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობის მიღება შეძლონ.

Facebook კომენტარები