6 საათის და 33 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მიზეზი, რის გამოც ლუის ენრიკე პსჟ-ზე გაბრაზებულია

პარის სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის მუშაობით უკმაყოფილოა.

ჟურნალისტ სერხი კასტილიოს ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტს სურს, რომ პსჟ-მ სატრანსფერო პროცესები დააჩქაროს, რათა 2026/27 წლების სეზონის დაწყებამდე საკუთარი გუნდის დაკომპლექტება დროულად შეძლოს.

ენრიკეს სურს, რომ ახალი ფეხბურთელები რაც შეიძლება მალე შეუერთდნენ გუნდს და მათ სეზონისთვის მომზადების პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობის მიღება შეძლონ.




Facebook კომენტარები