პარის სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის მუშაობით უკმაყოფილოა.
ჟურნალისტ სერხი კასტილიოს ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტს სურს, რომ პსჟ-მ სატრანსფერო პროცესები დააჩქაროს, რათა 2026/27 წლების სეზონის დაწყებამდე საკუთარი გუნდის დაკომპლექტება დროულად შეძლოს.
ენრიკეს სურს, რომ ახალი ფეხბურთელები რაც შეიძლება მალე შეუერთდნენ გუნდს და მათ სეზონისთვის მომზადების პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობის მიღება შეძლონ.