59 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ჩემი ყოფილი გუნდის კარში გავიტანე, რასაც „დინამოს“ თანავუგრძნობ" - სტანისლავ ბილენკი

კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე საპასუხო შეხვედრაში "ჟალგირისმა" დინამო "თბილისი" 7:2 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 7:5 სძლია.

„დინამო თბილისის“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა ვილნიუსის „ჟალგირისის“ თავდამსხმელმა, სტანისლავ ბილენკიმ, რომელიც 2022 წელს თბილისურ გუნდში თამაშობდა. 

უკრაინელმა ლეგიონერმა, ყოფილ გუნდთან ჰეთ-თრიქი შეასრულა, შეხვედრა შეაფასა.

"პირველ მატჩში დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ, ხასიათი გამოვავლინეთ და დავამტკიცეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმსახურებდით. 

"მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. მათ დიდი ენერგია გადმოგვდეს და წინ მიგვიძღვებოდნენ. ბედნიერები ვართ ასეთი თამაშით და ქამბექით - ეს გიჟური ღამე იყო.

"რაც შეეხება ამ მოგებაში ჩემს 3 გოლს - მნიშვნელობა არ აქვს, მე გავიტან თუ სხვა, მთავარი გუნდის შედეგია. ამიტომ „ჟალგირისის“ წარმატებით ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, უფრო ბედნიერი ვარ, როცა გამაქვს და ვიგებთ. ჩემი ყოფილი გუნდის კარში გავიტანე, რასაც „დინამოს“ თანავუგრძნობ.

"პირველ მატჩის შემდეგ საჭირო იყო ხასიათის გამოჩენა, ბრძოლის გაგრძელება და წინსვლა – რაზეც მატჩამდეც ვლაპარაკობდით, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, წინ წავიდოდით“.



Facebook კომენტარები