55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა დინამო თბილისმა კონფერენს ლიგის ამ სეზონში

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის დინამომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია.

თბილისური გუნდი ჟალგირისთან ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:7 დამარცხდა.

მედიაში არსებული ინფორმაციის თანახმად, დინამო აქ მოგებით 175,000 ევროს გამოიმუშავებდა.

მანამდე კლუბმა პირველი ეტაპის დაძლევით 175,000 ევრო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თუ დინამო კონფერენს ლიგაზე გავიდოდა გუნდი 3,17 მილიონ ევროს მიიღებს.

Facebook კომენტარები