კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე საპასუხო შეხვედრაში "ჟალგირისმა" დინამო "თბილისი" 7:2 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 7:5 სძლია.
შეხვედრის შემდეგ ლიეტუველმა ქომაგებმა განცხადებები გააკეთეს:
"შოკში ვართ, დინამო გავანადგურეთ. ეს ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო.
"პატივისცემა მეტოქეს, მაგრამ დღეს ჩვენ ისინი გავანადგურეთ.
"არ მეგონა 3:0 წაგების შემდეგ თუ ესეთ რაღაცას ვნახავდით.
"ზღაპარი, ზღაპარი ვნახეთ სტადიონზე. პირველი ტაიმი 1:1 მორჩა, ხოლო მეორე ტაიმში 6 ბურთი გავიტანეთ", - წერენ ლიეტუველი ქომაგები.