1 საათის და 8 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

უარი არაბულ ფულს! - წიტაიშვილი კარგ ევროპულ გუნდთან ახლოსაა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუმცა ცნობილია, რომ ქართველს კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.

წიტას შესახებ დაიწერა, რომ მან საუდის არაბეთიდან შემოთავაზებულ დიდ ფულს თქვა უარი.

გამოცემა Goal.com გიორგის პსვ-ს აქტიურად უკავშირებს:

“პსვ-ისთვის ეს ოქროს შანსია - სასურველმა გარემარბმა საუდის არაბეთიდან მრავალმილიონიან წინადადებაზე უარი თქვა.

რუდი გალეტის ინფორმაციით, პსვ-ს გიორგი წიტაიშვილის დამატების სერიოზული შანსი აქვს. 25 წლის გარემარბი, კიევის დინამოს დატოვების შემდეგ, თავისუფალი აგენტია.

ამჟამად მთავარ მწვრთნელ პეტერ ბოშს ფლანგებზე ვარიანტი მრავლად აქვს: მარცხენა გარემარბები არიან რუბენ ვან ბომელი და კუჰაიბ დრიუეში,. დენის მანსა და ესმირ ბაირაკტარევიჩს მარჯვნივ შეუძლიათ თამაში. ამასთან, ნებისმიერ ფრთაზე შეუძლია გამოსვლა ივან პერიშიჩს.  

ამავდროულად, პსვ კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას განიხილავს. ეს შესაძლოა დაკავშირებული ვან ბომელის ტრავმასთან (მოედანს ახლახან დაბრუნდა) ან პერიშიჩის მოსალოდნელ წასვლასთან იყოს. 37 წლის ხორვატი არ მალავს, რომ საყვარელ ინტერში დაბრუნება სურს.

წიტაიშვილს თამაში როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ შეუძლია. ქართველი ფეხბურთელი ცნობილია თავისი სისწრაფით, დრიბლინგითა და თამაშის სწორხაზოვანი სტილით. ასევე, ერთი-ერთზე მეტოქეთა მოტყუებით. ის ბურთს ორივე ფეხით ფლობს, რაც ორივე ფლანგზე მოქმედების საშუალებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ კიევის დინამოს ყველა ასაკობრივი ეტაპი გაიარა, 25 წლის შემტევი ბოლო წლებში სხვადასხვა კლუბებში იჯარით გამოდიოდა. დინამოსთან მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში გაუვიდა, შესაბამისად, წიტაიშვილის დამატება უფასოდ არის შესაძლებელი.

ეს სწორედ ის არის, რაც პსვ-მ ჭკუით უნდა იმოქმედოს. გალეტის თქმით, ეინდჰოვენის კლუბი, ფრაიბურგთან ერთად, ყველაზე ძლიერ პოზიციაშია. წიტაიშვილს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ის არ გადაბარგდება საუდის არაბეთში. მან უარი თქვა ალ ტაავუნის მილიონებზე და ევროპაში დარჩენა გადაწყვიტა”, - წერს საიტი.

Facebook კომენტარები