2 საათის და 40 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"თუ იანს დავამარცხებ, ჩემი შემდეგი მეტოქე ის იქნება" - მერაბ დვალიშვილი

UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

"როცა ვნახე, როგორ დამარცხდა უმარი, არ გამხარებია, რადგან არასდროს ვისურვებდი, ვინმე ასე დამარცხებულიყო.

"თუმცა, გამიხარდა სონგ იადონგის წარმატება, რადგან ის ახალი კონტენდერია - „ახალი სისხლი“.

"მასთან არასდროს მიბრძოლია; შესაძლოა, ჩვენი დაპირისპირება საინტერესოც კი გამოდგეს, რადგან ის სახიფათო მეტოქეა და ნოკაუტისთვის საჭირო ძალა გააჩნია.

"ვფიქრობ, თუ იანს დავამარცხებ, სონგ იადონგი ჩემი შემდეგი მეტოქე იქნება", - თქვა მერაბმა.