როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შემდეგში ჯასტინ გეიჯის ხელთათმანები კარგად უნდა შეამოწმონ.
ქართველის აღნიშნულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ თემაზე კოლბი კოვინგტონმაც (UFC-ს ვარსკვლავმა) ისაუბრა.
"აშკარად ისე ჩანდა, თითქოს მის ხელთათმანში რაღაც იყო. არც კი ვიცი, რა ვთქვა. ფერიც სხვანაირი ჰქონდა, არ ჰგავდა ჩვეულებრივად შეხვეულ ხელებს.
"ხომ იცით, UFC-ის მებრძოლები ხელებს როგორ იხვევენ ხოლმე? ამას რაღაც უცნაური, მოყვითალო ფერი დაკრავდა. თეთრ ტეიპს ნამდვილად არ ჰგავდა", - თქვა კოვინგტონმა.