3 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

როგორ ვაპირებთ კვარას შეჩერებას - რა თქვა ჟალგირისის მწვრთნელმა დინამოსთან მატჩის წინ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში თბილისის დინამო ჟალგისირთან განმეორებითი მატჩის მოლოდინშია.

ლურჯები ვილნიუსში დღეს, 30 ივლისს 21:00 საათზე ითამაშებენ.

მატჩამდე ვრცელდება ჟალგირისის მთავარი მწვრთნელის კომენტარი:

„არ ველოდით, რომ თბილისში 0:3 წავაგებდით, მაგრამ წინ მეორე მატჩია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეტოქეს ჰყავს კარგი მოთამაშეები. იქნებ იფიქრონ, რომ ყველაფერი დასრულებულია? ვიფიქროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავსაჯოთ ისინი და ვაიძულოთ, რომ აქ არაკომფორტულად იგრძნონ თავი.

თორნიკეს კვარაცხელიას საკუთარი თავის სჯერა, არ ეშინია და ასაკისთვის უჩვეულო ფიზიკური მონაცემებით ყველას აოცებს. ეს ყველაფერი ხაზგასმით ავუხსენით ფეხბურთელებს, მაგრამ თავადაც ნახეთ, რომ მას არ ეშინია ორ მოთამაშეზე წასვლა. მისი ლამის ყველა მოძრაობა ძმის იდენტურია. როცა ბურთი აქვს, საფრთხე იქმნება.

თავს სხვაგვარად დავიცავთ და ამ საკითხს გადავწყვეტთ. „დინამოში“ ძლიერი და საშიში სხვა შემტევებიც არიან. ვილნიუსში „დინამო თბილისის“ დამარცხება რთული იქნება, თუმცა შინ ვთამაშობთ და თუ სწრაფად გავიტანთ, გუნდს ფრთები შეესხმება“.

Facebook კომენტარები