ინგლისური გამოცემა Richiegold ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლონდონის არსენალი ახალგაზრდა ქართველ ტალანტს, ანდრია ბართიშვილს დაიმატებს:
„ლონდონის „არსენალმა“ მიაღწია სრულ შეთანხმებას საქართველოს ახალგაზრდა ტალანტის, ანდრია ბართიშვილის კონტრაქტის შესახებ.
„მეთოფეები“ 17 წლის ფეხბურთელს კონტრაქტს დაახლოებით 4.5 მილიონი ფუნტის (5,34 მილიონი დოლარი) სანაცვლოდ გაუფორმებენ. ის ოფიციალურად შეუერთდება „არსენალს“ 2027 წელს, რადგან 18 წლის 2027 წლის 30 მარტს შესრულდება და, საერთაშორისო წესების შესაბამისად, პროფესიული ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებს.
ბართიშვილი კარგი დრიბლიორია, აქვს მოედნის კარგი ხედვა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი“, - წერს ინგლისური გამოცემა Richiegold.