20 საათის და 47 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ძალიან მაგარი ადამიანია! - ფინალის წინ ლეო მესიმ განცხადება გააკეთა

ლიონელ მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ განცხადებას აქვეყნებს:

„ყველაზე სასიამოვნო ამ წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი განვლილი გზა. ყოველდღიურობის გაზიარება ამ გუნდთან ერთად, ერთად ბრძოლა, რთულ მომენტებში ფეხზე წამოდგომა და ყოველი ნაბიჯით ტკბობა.

მადლობა თითოეულ ჩემს გუნდელს, ტექნიკურ პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ეროვნული ნაკრები ერთ ოჯახად დარჩეს.

რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, ამ გუნდმა უკვე დაწერა ისტორია, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება და რომელსაც ვერავინ წაშლის.

წინ, არგენტინა!"

შეგახსენებთ, რომ ფინალი დღეს, 19 ივლისს 23:00 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები