მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში კარიერის დასრულებას უელსთან გასამართი უეფას ერთა ლიგის მატჩის შემდეგ გეგმავს.
შეხვედრა 24 სექტემბერს „ჟოზე ალვალადეს“ სტადიონზე გაიმართება. იქ, სადაც მისი დიდი გზა დაიწყო.
ეს მატჩი რონალდუს საშუალებას მისცემს, პორტუგალიის ნაკრებსა და გულშემატკივრებს დაემშვიდობოს და საერთაშორისო კარიერა ოფიციალურად დაასრულოს.