7 საათის და 54 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს გადადება ემუქრება! - მიზეზი ცნობილია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩატარებას, კანადის ტყის ხანძრებით გამოწვეული კვამლის გამო, საფრთხე ემუქრება - იუწყება Olé

ორგანიზატორები გააფრთხილეს, რომ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხი შესაძლოა მკვეთრად გაუარესდეს. ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ტელეტრანსლაციისას მოთამაშეების დანახვაც კი შეუძლებელი იქნება.

თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, გადამწყვეტი მატჩი გადაიდება.

ნიუ-იორკში ჰაერის ხარისხის ინდექსი უკვე „წითელ“ და „იისფერ“ - ყველაზე საშიშ ნიშნულებზე მერყეობს.

პირველი შედეგები უკვე სახეზეა: გადაიდო MLS-ის მატჩი, ფილადელფიაში კი ბეისბოლის შეხვედრა შეფერხდა

Facebook კომენტარები