1 საათის და 18 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

მაიკლ ოლისემ თავის თანაგუნდელებს მოულოდნელი ამბავი გააგებინა

L‘Équipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაიკლ ოლისემ მიუნხენის "ბაიერნში" თავის თანაგუნდელებს მოულოდნელი ამბავი გააგებინა.

წყაროს ცნობით, მიუხედავად სასწაული სეზონისა, ფრანგ ფეხბურთელს მიუნხენური გუნდის დატოვება სურს.

“ოლისე - სწრაფვა რეალისკენ” - ასეთია იმ სტატიის სათაური, რომელიც L‘Équipe-მა გამოაქვეყნა. აღნიშნული გამოცემა საფრანგეთში სპორტის ყველაზე სოლიდური მედიაა. როგორც ჩვენი ფრანგი კოლეგები წერენ, 24 წლის შემტევი მიიჩნევს, რომ გერმანულ გრანდში გატარებული 2 სეზონის შემდეგ ზუსტად ახლაა იმის დრო, რომ კარიერაში მომდევნო დიდი ნაბიჯი გადადგას და მადრიდის "რეალს" შეუერთდეს.

თავის მხრივ, ფლორენტინო პერესი დიდი ძალისხმევით ეკიდება ამ ტრანსფერს და ფრანგი ვარსკვლავის გადაბირებისთვის იბრძვის.

აქვე გეტყვით, რომ "ბლანკოსი" მზადაა ამ ტრასნფერისთვის 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Facebook კომენტარები