4 საათის და 32 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

"ცოტაც და ძირითადის ფეხბურთელი გახდება" - ქეცბამ თორნიკე შეაქო

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის დინამომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი დასძლია.

დედაქალაქის გუნდმა მონდორფს ორი მატჩის ჯამში 3:2 სძლია.

მეორე შეხვედრის შემდეგ თემურ ქეცბაიამ მედიასთან ისაუბრა:

მატჩის შედეგზე - "გუნდი გავიდა მომდევნო ეტაპზე. როცა გაქვს მომენტები და არ გამოიყენებ, ყოველთვისაა ხიფათი, გოლი გაუშვა. კმაყოფილი ვარ ბიჭების თავდადებით და მონდომებით, თამაშის ხარისხი მეტი გვჭირდება, რომ მომავალ ეტაპზე უფრო უკეთესი გუნდი იქნება. ასეთი თამაშით, მგონი შორს ვერ წავალთ..."

გულშემატკივარზე - "მადლობა მათ ვინც მოვიდა. ბევრი ხალხი არ მოსულა. ამბიციები გვაქვს და ამ ამბიციებს ბევრი რამ აკლია. პირველი, რაც აკლია ეს გულშემატკივარია. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს პირველობა დაბალი დონეა, არაა ის რაც გვინდა, მაგრამ ეს ევროპის თამაშებია. მნიშვნელოვანია კლუბისთვის, როგორც გუნდის პრესტიჟი, ასევე ფინანსური თვალსაზრისით."

თორნიკე კვარაცხელიაზე - "თორნიკე კარგად შემოვიდა. ვარჯიშზეც ეტყობა პროგრესი. დაახლოებით ორი თვეა ჩვენთან არის და ცოტა დრო სჭირდება. ძირითად შემადგენლობიდანაც რომ დაიწყოს, არ მგონია სხვაზე ნაკლებად ითამაშოს. მისი თამაში დღეს მაგრად დაგვეხმარა მეორე ტაიმში. კარგად შემოვიდა, პენალტის გამოიმუშავა და მომენტებიც შექმნა"

Facebook კომენტარები