3 საათის და 51 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური მიმართვა პატარა ბაჩოს

10 წლის ბიჭი ბაჩო ჭალიძე სოფელ დიდ გარეჯვარში 3 ივლისს ველოსიპედით მოძრაობისას დაშავდა. 

ოჯახი გორმედის კლინიკის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, მოზარდს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა პატარა ბიჭს ვიდეომიმართვა ჩაუწერა:

"მინდა, იყო მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ძალიან დიდი ბრძოლა უწევთ იმ ცუდი მომენტის გადალახვისას, რაც ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს. ვიცი, შენ გაქვს იმის საშუალება  - ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ხარ, მენტალურადაც და მჯერა, ამ ყველაფერს ისე გამოიყენებ, რომ გახდები მოტივატორი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც რაღაც სიძნელეს წააწყდება. 

"მინდა, ბაჩოს სახელი ყველამ მაგ დროს გაიხსენოს და თქვას, რომ ეს ადამიანი, ვინც ამდენ სიძნელეს ებრძოდა, ასეთი მოტივაცია იყო არის და იქნება... დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელიწადში ამ ყველაფერს შენ გამოუყენებ ისე, რომ ეს წაადგება ბევრ ქართველს და არა მხოლოდ ქართველს...," - ამბობს ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც 10 წლის ბიჭს გაუგზავნა. ბაჩო ჭალიძეს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.



Facebook კომენტარები