ფიფამ შესაძლოა არგენტინა დააჯარიმოს მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა ინგლისის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის შემდეგ გამოფინეს ბანერი წარწერით: „მალვინის კუნძულები (ფოლკლენდის კუნძულები) არგენტინას ეკუთვნის“.
ფიფა პოლიტიკურ ჟესტებს არ მოითმენს. ჯერ კიდევ 2014 წელს, არგენტინა ზუსტად ამავე მიზეზით დააჯარიმეს.
არგენტინასა და ინგლისს შორის საფეხბურთო დაპირისპირება სცდება სპორტის ფარგლებს და სათავეს 1982 წლის ფოლკლენდის (რომელსაც არგენტინელები მალვინის კუნძულებს უწოდებენ) ომიდან იღებს. 74-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი გაერთიანებულ სამეფოსა და არგენტინას შორის ამ კუნძულებზე კონტროლის მოსაპოვებლად გაიმართა და ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად ომში მარცხისა, არგენტინა დღემდე არ ცნობს ბრიტანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიას საკუთრებად მიიჩნევს.