3 საათის და 57 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია მონდორფთან მატჩის წინ

16 ივლისს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, „დინამო თბილისი“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „მონდორფს“ დაუპირისპირდება. 

შეხვედრის წინ „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ვეცდებით ყველანაირად რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ხვალინდელ თამაშზე. მინდა, რომ მოვიგოთ... იმედია, ხალხი მოვა, რადგან ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე არ წარმომიდგენია.

"რა თქმა უნდა, დინამო არენა ჩვენი სტადიონია, ჩვენი მინდორია... ძაან კარგი სათამაშო მინდორი იყო... იმედია, რომ ამაზე უკეთესი იქნება მომავალში, მაგრამ ჩვენც არ ვიცით როდის დავბრუნდებით. იძახიან, რომ 6 სექტემბრამდე იქ თამაში არ გვექნება... რა თქმა უნდა, გვერჩივნა, რომ დინამო არენაზე გვეთამაშა, მაგრამ ასე მოხდა, რაც ჩვენზე არ ყოფილა დამოკიდებული... მაგრამ იმედია, რომ შემოდგომაზე, დინამო არენაზე მოგვიწევს ევროპული თამაშები.

"ხალხი სტადიონზე არ მოდის, ტელევიზიაში ფეხბურთს არ აჩვენებენ. ტელევიზიას ურჩევნია თურქული და ბრაზილიური სერიალები გაუშვას ეთერში", - თქვა ქეცბაიამ.


Facebook კომენტარები