დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინაშლი ინგლისი არგენტინას დაუპირისპირდება.
მატჩის წინა დღეს 3 ლომის თავკაცმა, ტომას ტუხელმა მედიასთან ლეო მესიზე ისაუბრა:
"კარგად გვესმის, რომ მას მუდმივად და 100 პროცენტით ვერ შევაჩერებთ. ის სრულიად განსხვავებული მოთამაშეა ჰოლანდთან შედარებით, მაგრამ ჩვენ ნორვეგიასთან ჩვენებურად ძალიან კარგად ვითამაშეთ - ისე, როგორც, ალბათ, უნდა გვეთამაშა ერლინგის წინააღმდეგ, ამიტომ გზას ვიპოვით.
ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი გუნდი მის წინააღმდეგ ითამაშებს. უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ ძვრება ის ყოველ ჯერზე ასე განსხვავებული გზებით. ის პოულობს თავისუფალ სივრცეებს, პოულობს მომენტებს და, ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ მთელი გუნდი იზიარებს მის იდეებს. ისინი იზიარებენ იდეას, რომ მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ მას, და მზად არიან იმ მომენტებისთვის, როდესაც ის თამაშში ერთვება მატჩის მსვლელობის შესაცვლელად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მოვემზადებით.
შესაძლებელია თუ არა ამისთვის მომზადება, რეცეპტის პოვნა და მასზე ძლიერად კონცენტრირება? არა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გაბედულები, უნდა ვიყოთ გაბედულები მასთან, უნდა მოვაკლოთ მას მხარდაჭერა და თვალი ვადევნოთ ყველა მოძრაობას, როცა ის ბურთითაა“,