როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულისა და არნე სლოტსი გზები გაიყო.
წითლებს ახალი სეზონიდან ანდონი ირაოლა ჩაიაბრებს, რომელიც აქამდე ბორნმუთში მუშაობდა.
ესპანელმა სპეციალისტმა პირველ ინტერვიუში თქვა:
"წინ მსოფლიო ჩემპიონატია და იმის გამო, რომ პირველი გუნდის ბევრი ფეხბურთელი მუნდიალის გამო გვიან შემოგვიერთდება, გვექნება შესაძლებლობა, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ვიმუშაოთ და უკეთ გავიცნოთ აკადემიიდან ამომავალი მოთამაშეების პოტენციალი. ეს მოგვცემს საჭირო ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც სეზონის დაწყებამდე სამწვრთნელო შტაბმა უნდა მიიღოს.
3 წელია, რაც ინგლისში ვმუშაობ, და „ლივერპულთან“ არაერთხელ მითამაშია და ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა, ამიტომ პრესეზონზე მათთან მუშაობა ძალიან სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ირაოლამ.
შეგახსენებთ, გიორგი მამრდაშვილის მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.
ქართველის იჯარით გადაბირება ტურინი იუვენტუსს სურს, თუმცა ირაოლას თქმით, პრე-სეზონს ყველა ფეხბურთელი მასთან გაივლის.