4 საათის და 37 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მიზეზი გაირკვა! - რატომ ეკეთეთათ პსჟ-ს ფეხბურთელებს სათხილამურო სათვალე

როგორც მოგეხსენებათ, 30 მაისს ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ "არსენალი" პენალტების სერიაში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ზეიმისას პარიზელთა ფეხბურთელებს სათხილამურო სათვალეები ეკეთათ და Tribuna-მ ამის მიზეზზე სტატია გამოაქვეყნა. 

ირკვევა, რომ სათხილამუროდ და ცურვაში ფართოდ გამოყენებული სათვალე პირველად პროფესიულ სპორტში აშშ-ში გამოჩნდა. 

განსაკუთრებით, ბეისბოლში 1986 წელს, როდესაც "ნიუ-იორკ მეტსის" პიტჩერმა ბობი ოხედამ ის მსოფლიო სერიის გამარჯვების შემდეგ გაიკეთა.

ეს ტენდენცია ათწლეულების შემდეგ, 2019 წელს გაგრძელდა, როდესაც NBA-ს ჩემპიონმა "ტორონტო რეპტორსმა" ისინი ტიტულის ზეიმის დროს გამოიყენა, სანამ თანდათანობით MLS-სა და WNBA-ში გავრცელდებოდა.

ამ სათვალით სპორტსმენები თვალებს შამპანურის სპრეისგან და ბოთლის საცობებისგან იცავენ. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ, მაგრამ აღნიშნული სათვალე ბოლო პერიოდში აღნიშვნისას ერთგვარი ტენდეცია გახდა.

Facebook კომენტარები