1 საათის და 50 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

არც ლივერპული და არც იუვე - გიორგი მამარდაშვილს დიდი გრანდი იწვევს

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენა. 

საგულისხმოა, რომ „ლივერპულის“ მეკარეების საკითხზე თითქმის ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება. 

ამჯერად „წითლების“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი და ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს. 

მისი ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის ერთწლიანი იჯარით დამატება სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს და ეს კლუბებია „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“. ამჟამად სერია ა-ს კლუბები წინადადებას განიხილავენ. 

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსს“ უკავშირებენ „ლივერპულის“ ბრაზილიელ მეკარე ალისონ ბეკერსაც. იტალიური მედია წერდა, რომ პირადი კონტრაქტის პირობები ტურინელებმა ფეხბურთელს უკვე შეუთანხმეს, თუმცა თუ კლუბებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა და მერსისაიდელებმა ალისონის ტრანსფერი დაბლოკეს, არაა გამორიცხული, რომ მის ნაცვლად ტურინში მამარდაშვილი გ


Facebook კომენტარები