ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Goal-მა 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულმა გამოცემამ ქართველი ვინგერი რეიტინგის მე-8 პოზიციაზე დააყენა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჰარი კეინი (ბაიერნი) დასახელდა. მისი თანაგუნდელი მაიკლ ოლისე მეორე ადგილზეა, მესამეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა).
აქვე გეტვით, რომ პსჟ-ის ფეხბურთელებიდან ხვიჩას მხოლოდ უსმან დემბელემ გაუსწრო.