ბოლო საათებში გიორგი მამარდაშვილი და იუვენტუსი აქტიურად დაუკავშირეს ერთმანეთს.
სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა გამოცემაში იმდენად ხშირად იწერებოდა ქართველი მეკარის იტალიაში შესაძლო გადასვლის შესახებ, რომ ბევრმა ტრანსფერი უკვე, ფაქტობრივად, დასრულებულ ამბადაც კი მიიჩნია.
ბოლო ცნობებით, ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია და საქმე მხოლოდ ინფორმაციის გაცვლასთან გვაქვს.
ინტერესი შესაძლოა მართლაც არსებობდეს, თუმცა ტრანსფერის დახურვაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებულია