6 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ყველაფერი თავდაყირა დადგა! - მამარდაშვილი ლივერპულს ტოვებს

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის იუვენტუსი ლივერპულიდან ალისონ ბეკერის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

ბრაზილიელმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, რაც საქმეს ართულებს.

ბებერ ქალბატონი ალისონის გაფორმებას თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავდა, თუმცა ახლა ფულის გადახდა მოუწევთ.

თუ მხარეები ამ ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ, იუვე შორს არ წავა.

ისინი გიორგი მამარდაშვილის იჯარით დამატებას აქტიურად განიხილავენ - რაზეც ქართველი თანახმაა.

ზედიზედ 2 სეზონი მეორე მეკარეობა გიორგის არ აწყობს.

წესით ეს ლივერპულის გეგმებშიც უნდა შედიოდეს, რადგან გასულ სეზონში გამოჩნდა, რომ მამარდას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

Facebook კომენტარები