8 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მამარდაშვილი სასამართლომ გაამტყუნა! - გიორგი დააჯარიმეს

ლივერპულის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ავტომობილის მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენები გამო 440 ფუნტით დააჯარიმეს.

27 იანვარს, 15:45-ზე პოლიციამ ის მაშინ დააფიქსირა, როცა საკუთარი ავტომობილით, Audi-თ უორინგტონთან ახლოს, M6-ის ავტომაგისტრალზე მიდიოდა და მგზავრობისას ვიდეოს უყურებდა.

ჯარიმასთან ერთად, მან მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულა მიიღო, დამატებით 120 ფუნტის გადახდა და 176 ფუნტის დაზარალებულთა ფონდისთვის გადახდა დაეკისრა.

უორინგტონის სასამართოში გამართულ პროცესზე ჩეშირის პოლიციის ოფიცერმა აღნიშნა, რომ მან დაინახა, თუ როგორ ვერ გადავიდა შავი ფერის აუდი თავისუფლად ზოლში, რამაც მისი "ყურადღება მიიპყრო".

"როდესაც აუდის ჩავუარე, შევნიშნე, რომ მძღოლს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და ჩანდა, რომ რაღაცას უყურებდა მაშინ, როცა ავტომობილს ატარებდა. როცა უსაფრთხო იყო, მანქანა ავარიულ ზონაში შევაჩერე და გადმოვედი მძღოლთან სალაპარაკოდ, რომელიც ავტომობილში მარტო იმყოფებოდა და ვთხოვე, რომ ჩემს მანქანაში გადმომჯდარიყო", - ამბობს ოფიცერი.

როგორც აღმოჩნდა, მამარდაშვილმა შემდეგ პოლიციელს ქართული მართვის მოწმობა აჩვენა. ამის შემდეგ, მან პოლიციის მიერ გაგზავნილ სამართლებრივ შეტყობინებას არ უპასუხა, რის გამოც საქმე დახურულ სხდომაზე განიხილეს.

წყარო: Betsson.sport

Facebook კომენტარები