6-თვიანი იჯარა დასრულდა და საბა გოგლიჩიძემ უოტფორდი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი იტალიური უდინეზეს საკუთრებაა და სად გააგრძელებს ის კარიერას ზაფხულში გახდება ცნობილი.
საბა ინგლისურ გუნდს გამოემშვიდობა:
"სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ნახევარი წელი. ვაფასებ მთლიანად კლუბს, ფეხბურთელებს, სტაფს, ქალაქს და გამორჩეულ გულშემატკივარს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის", - წერს გოგლიჩიძე.