26 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ხვიჩა ისტორიული რეკორდის ზღვარზეა - ის, რაც არავის არასდროს გაუკეთებია

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს ისტორიის დაწერა და სასწაული რეკორდის დამყარება შეუძლია.

კერძოდ, თუ კვარამ გოლი გაიტანა, ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ ფინალში გოლი შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ ასეთი არც მესის და არც კრიშტიანუ რონალდუს არ გაუკეთებია, რომელმაც ამ ტურნირის ფინალი 2016-2018 წლებში ზედიზედ სამჯერ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-ს მეტოქე ფინალში "არსენალი" იქნება და მატჩი 30 მაისს შედგება.


Facebook კომენტარები