როგორც მოგეხსენებათ, 30 მაისს საკლუბო სეზონის დასვკნითი მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება.
ბუდაპეშტში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და არსენალი დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ მატჩამდე 5 დღით ადრე მედიაში ლონდონელთათვის არასასურველი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც იწერება, ნონი მადუეკე ტრავმირებულია, მას კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც დიდი ალბათობით ფინალში ხელმისაწვდომი არ იქნება.