ივნისის სანაკრებო პაუზის წინ ვილი სანილმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა, სადაც ასევე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"სეზონის პირველ ნახევარში კვარას საფრანგეთში ხშირად აკრიტიკებდნენ. ასეთ დროს ფეხბურთელები კრიტიკაზე ცუდად რეაგირებენ. ხვიჩას კი ერთი სიტყვაც არ უთქვამს, შრომა გააგრძელა და ახლა ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესო არა, ამისგან შორს არ არის.
"რაც უნდა მოხდეს, ის ყოველთვის ფოკუსირებული რჩება, მუშაობს ყოველდღე, რათა უკეთესი გახდეს და ეს მიყვარს მასში ყველაზე მეტად. ხვიჩას იდეალური მენტალიტეტი აქვს, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყოს!"
"ვაფასებ მის პროფესიონალიზმს. არ ვიცი, ახლა მსოფლიოში საუკეთესო არის თუ არა, მაგრამ შრომას თუ ასევე გააგრძელებს, ოქროს ბურთს“ დაიმსახურებს", - თქვა სანიოლმა.