"პარის სენ-ჟერმენის" მარჯვენა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ Sky Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"იმსახურებს, თუ არა კვარადონას მეტსახელს? სიმართლეს ვიტყვი, რომ მან „ნაპოლიში“ წარმოუდგენელი წლები გაატარა და ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ის თავიდანვე გახდა ჩვენი ოჯახის წევრი, ბევრი სარგებელი მოაქვს და გვიხარია, რომ გვყავს.
"მთელ გუნდს დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვიჩა ამ გზას გააგრძელებს“, - თქვა მაროკოელმა.