8 საათის და 38 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მამარდაშვილს წირავენ! - ლივერპულიდან ახლმა ამბავმა გამოჟონა

"ლივეპულმა" მიმდინარე სეზონი ცალსახად ჩააგდო და 1986 წლის შემდეგ პირველად მისი ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა დიდ ტურნირზე ინგლისის ნაკრების განაცხადში.

გამოცემა Foot Mercato-ს მტკიცებით, კლუბის სპორტულ დირექტორს რიჩარდ ჰიუზს სურს „წითლები“ ანდონი ირაოლას ჩააბაროს, რომელიც „ბორნმუთს“ დატოვებს. 

სწორედ ჰიუზმა მიიყვანა ის 2023 წელს „ბორნმუთში“, როდესაც ამ კლუბის ტექნიკური დირექტორი იყო. გამოცემის ცნობით, ირაოლას სამსახურით აგრეთვე „კრისტალ პალასია“ დაინტერესებული და უკვე დაუკავშირდა კიდეც.

სლოტმა პრესკონფერენცია ჩაატარა და თქვა, რომ ალისონი ივარჯიშებს, რაც კარგი სიახლეა და შეიძლება „ბრენტფორდთან“ ითამაშოს. 

მედიაში ასევე გიორგი მამარდაშვილი გააკრიტიკეს. This Is Anfield-ი წერს: „თუ ალისონი დაბრუნდება, ქართველის ნაცვლად დაიკავებს კარში ადგილს, რომელმაც ბოლომდე ვერ დაგვარწმუნა, რომ მზადაა მომავალ სეზონში ძირითადი მეკარე გახდეს“.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გუნდის შესახებ ისაუბრა: „უკეთესები გავხდებით, რადგან გარდამავალი ეტაპი გვქონდა და ამ ფეხბურთელებმა ჩვენთან მეტი დრო გაატარეს. მათ შეუძლიათ მოგვცენ ის, რაც აქამდე არ გვყოფნიდა. ეს ბუნებრივად მიგვიყვანს პროგრესამდე. ერთი ან ორი მოთამაშის დამატება პროცესის დაჩქარებაში დაგვეხმარება. 

"ეს ჩემი პირველი სეზონია, როდესაც არაფრის მოგება არ შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გამარჯვებას არ ნიშნავს. ჩემი თავი თავად გავხსენი, რომ შემიძლია ვითარებას გავუმკლავდე. თავი არც მთლიანობაში და არც ცალკეულ შემთხვევებში არ დამიკარგავს. უმეტესად ისეთივე ვიყავი, როგორიც მაშინ, როცა საქმე კარგად მიგვდიოდა", - თქვა სლოტმა.


 


სალაჰის კომენტარი? ვფიქრობ, „მო“ მართლაც კმაყოფილი იყო იმ სტილით, რომლითაც გასულ სეზონში ჩემპიონები გავხდით. ფეხბურთი შეიცვალა, ვითარდება, მაგრამ ჩვენ ორივეს „ლივერპულისთვის“ კარგი გვინდა. რაც შეეხება ფეხბურთელების მიერ სალაჰის პოსტზე „დალაიქებას“, სოციალური ქსელები მაშინ შეიქმნა, როდესაც ასაკით საკმაოდ დიდი ვიყავი, ბევრმა იცის, რომ ამაში არ ვმონაწილეობ. ბოლომდე არც მესმის, რას ნიშნავს მოწონების ნიშნის დასმა“.



Facebook კომენტარები