3 საათის და წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რა მოხდა ბოლოს, როცა ხვიჩა კვარაცხელია "არსენალს" შეხვდა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისიტის ვინაობა გაირკვა! - მაისის ბოლო ბუდაპეშტში ლონდონის "არსენალი" გაემგზავრება.

მეორე ფინალისტის ვინაობა კი 6 მაისს "ალიანც არენაზე" "ბაიერნსა" და "პსჟ"-ს შორის გაირკვევა. 

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს პარიზში მოგებული შეხვედრის შემდეგ, სადაც ლუის ენრიკეს შეგირდებმა 5:4 იმარჯვეს, მიუნხენში დიდი გამოცდა ელის.

ბუნებრივია, დიდია შანსი იმისა, რომ ფინალში პარიზელებისა და ლონდონელების ჯახი ვიხილოთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს, როცა "პსჟ" "არსენალს" შეხვდა, ორ-მატჩიან დუელში ლუის ენრიკემ მიკელ არტეტა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან ასპარეზობას გამოთიშა.

საგულისხმოა, რომ ამ ორ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასის გაკეთებაც შეძლო.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისსა ჩანიშნული.

Facebook კომენტარები