გავრცელებული ინფორმაციით, დინამო არენის ტევადობის 70 000-მდე გაზრდა განიხილება.
ისტორიული დინამო არენის რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია შემუშავდა და დინამო თბილისის პრეზიდენტთან, რომან ფიფიასთან საორიენტაციო შეხვედრა შედგა.
რეკონსტრუქციის ძირითადი მიმართულებები:
მაყურებელის რაოდენობის გაზრდა 70 000+ /-მდე;
არენის გადახურვა;
სარბენი ბილიკების გაუქმება და არენის გადაქცევა სუფთა საფეხბურთო სტადიონად;
პირველი იარუსის სრული სახეცვლილება;
დამატებითი შესასვლელები/ მინდორზე;
საპარკინგე ადგილების შექმნა.
დინამო არენა დინამო თბილისის საშინაო სტადიონია, აღნიშნულ არენაზე მატჩებს მართავს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.