7 საათის და 14 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ეს არის სუფთა ტალანტი" - "პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩაზე ისაუბრა

პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, დიდიე დომიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 

ფრანგმა, რომელიც პარიზულ კლუბში რონალდინიოსთან ერთად თამაშობდა, ქართველი ვარსკვლავი რიბერის, მესისა და რონალდუს შეადარა. ასევე, აღნიშნა, რომ ვარჯიშებზე რონალდინიოც ასეთი იყო.

"ეს არის სუფთა ტალანტი. როცა ის ამ დონეზე თამაშობს, მწვრთნელის რომელი ტაქტიკა შეძლებს მის შეჩერებას ერთი-ერთზე დრიბლინგისას? ის რიბერის მაგონებს, ან მესის და კრიშტიანუსაც კი, როცა ისინი კარიერას ფლანგზე იწყებდნენ. 

"პსჟ-ში ჩვენთან ერთად ვარჯიშისას რონალდინიოც ასეთი იყო. ამ ბიჭებმა შეიძლება შვიდჯერ ჩააგდონ ეპიზოდი, მაგრამ ისევ და ისევ დაბრუნდებიან. მათ აქვთ გამბედაობა და სწორედ ესაა მათი ძალა. 

"კვარამ გადაწყვიტა გზის პოვნა, თავისუფალი სივრცის შექმნა და მოპოვება. ხედავთ, როგორ გარბის კიმიხი, როგორი სიჩქარით, რომ კვარა ერთი-ერთზე არ დატოვოს, რადგან იცის, ასეთ დროს გოლის გატანის 80%-იანი შანსი არსებობს. 

"გამოსავალი ისაა, რასაც კიმიხი აკეთებდა, ორმაგი მეურვეობა, თუმცა ამ მატჩში იმდენი ერთი-ერთზე დუელი იყო, რომ ეს შეუძლებელი გახდა. თამაში ნახევარმცველებისთვის ფიზიკურად იმდენად დამღლელი გამოდგა, რომ გარდამავალმა ფაზებმა ყველა დააზარალა", - თქვა დომიმ.

Facebook კომენტარები