1 საათის და 33 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მუდმივად ვუკავშირდებით ერთმანეთს" - რას ამბობს ოსიმენი ხვიჩაზე

"გალათასარაის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ჩემი საუკეთესო თანაგუნდელი? კვარაცხელია. ის საოცარი ფეხბურთელია, შესანიშნავი ბიჭი. ვგულისხმობ, რომ გასახდელშიც და მოედანზეც, ის შესანიშნავია. ხვიჩა საოცარი ადამიანია და როდესაც „ნაპოლიში“ მოვიდა, ვამბობდი: „ღმერთო, უახლოეს მომავალში მას შეუძლია ოქროს ბურთის მოგება“. კვარაცხელიას ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება.

მას შემდეგაც კი, რაც პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, ჩვენ კონტაქტს ვინარჩუნებთ. მუდმივად ვუკავშირდებით ერთმანეთს და ყოველთვის ვულოცავდი მას მიღწევებს და ისიც იგივეს აკეთებს ჩემთვის. 

"ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, ეს საკამათოც არ არის და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - აღნიშნა ოსიმენმა.


Facebook კომენტარები