პრემიერლიგის გასულ ტურში, მერსისაიდულ დერბიში, რომელშიც ლივერპულმა ევერტონი 2:1 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილი მეორე ტაიმში დაშავდა და მოედნის დატოვება საკაცით მოუწია.
მატჩის შემდეგ არნე სლოტმა აღნიშნა, რომ 25 წლის მეკარეს ღია და დიდი ჭრილობა ჰქონდა, თუმცა, ხანგრძლივი პერიოდი, სავარაუდოდ, არ გაუცდებოდა.
24 აპრილს, პრესკონფერენციაზე ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემასთან ერთად, მამარდაშვილის მდგომარეობაზეც ილაპარაკა.
"მამარდაშვილი ხვალ ვერ ითამაშებს და მომდევნო კვირებშიც არ იქნება, ალისონი კი დაბრუნებასთან ახლოსაა და ვნახოთ, ხვალ რა იქნება.
"აქედან გამომდინარე, გვრჩება ფრედი ვუდმენის ვარიანტი, რომელიც, რა თქმა უნდა, მწყობრშია", - თქვა სლოტმა.