3 საათის და 58 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ბრიტანულ მედიაში ვახტანგ სალიას შესახებ უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა

ნიუკასლის ქართველმა შემტევმა, ვახტანგ სალიამ მორიგი ტრავმა მიიღო - იტყობინება ინგლისური მედია.

ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ 18 წლის ფორვარდს კუნთის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც რამდენიმე თვე გამოტოვა.

დაბრუნების შემდეგ კი სალიამ 21-წლამდე გუნდში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 2 გოლით გამოიჩინა.

ბლექბერნთან მატჩის შემდეგ კი ქართველი აღარ გამოჩენილა, როგორც იკვევა ამის მიზეზი ტრავმაა.

პრესაში ჯერ-ჯერობით უცნობია სალიას ძველი დაზიანება აწუხებს თუ რაღაც ახალთან გვაქვს საქმე.

Facebook კომენტარები