როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის გასულ ტურში ლივერპულისა და ევერტონის მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაზიანდა.
Geo Team-ის ინფორმაციით, წითლების ქართველი მეკარე 3 კვირაში შეძლებს ვარჯიშის განახლებას.
მამარდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აქვეყნებს:
"მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. მალე დავბრუნდები. დიდი გამარჯვება დერბიში და 3 ქულა", - წერს გიორგი.