3 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გაირკვა - როდის დაბრუნდება გიორგი მამარდაშვილი

"ლივერპულისა" და "ევერტონის" მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიმტვრა, რის გამოც მას მოედნის საკაცით დატოვება მოუწია.

Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველი მეკარე ვარჯიშს 3 კვირაში განაახლებს.

წყაროს ცნობით, მამარდას გუშინ ღამით ანესთეზიით ღია ჭრილობა გაუკერეს, რომელიც მუხლს ქვემოთ ევერტონის შემტევთან შეჯახების შემდეგ გაეხსნა.

ფეხბურთელის დაბრუნება ჭრილობის შეხორცებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს განაპირობებს მუხლის მოხრა-გაშლას.

Facebook კომენტარები