The Athletic-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ჯეიმს პირსმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ლივერპულის“ მდგომარეობაზე ისაუბრა.
პირსი მეკარის პოზიციაზე შექმნილ სიტუაციას შეეხო და გიორგი მამარდაშვილზე დაწერა.
„გასულ თვეში ლივერპულმა კონტრაქტში ჩადებული პუნქტი აამოქმედა და ალისონს ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ეს ნიშნავს, რომ თუ რამე არ შეიცვალა, ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბის პირველი მეკარე კიდევ ერთი სეზონით იქნება.
"ლივერპულს ეგონა, რომ ალისონის იდეალური, გრძელვადიანი შემცვლელი იპოვა, როდესაც ვალენსიას გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 29 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, თუმცა ქართველი მეკარის სადებიუტო სეზონი ენფილდზე არაერთგვაროვანი გამოდგა.
"მამარდაშვილი დარტყმების მოგერიების მხრივ შთამბეჭდავია, მაგრამ ნერვიულობს, როდესაც ფეხით თამაშობს, და მისი არაზუსტი გადაცემების გამო პერიოდულად ლივერპული ზეწოლის ქვეშ ექცეოდა.
"25 წლის ასაკში ის მეკარისთვის შედარებით ახალგაზრდად ითვლება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კლუბს ჯერ არ მიუღია. მას აუცილებლად ესაჭიროება, რომ მომდევნო სეზონში დონე მაღლა აწიოს“, — წერს პირსი The Athletic-ის სტატიაში.