12 საათის და 5 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ძალიან ბევრს შრომობს..."- არნე სლოტმა თავის მეკარეზე ისაუბრა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპული ფულემს უმასპინძლა.

მატჩი წითლების სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა.

ქართველ კიპერს მატჩში 4 სეივი ჰქონდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არნე სლოტს ალისონ ბეკერის დარბუნების შესახებ ჰკითეს:

"სამშაბათს პსჟ-სთან არა მგონია, რომ ალისონმა ითამაშოს, ის ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, მაგრამ ალისონი ძალიან ბევრს შრომობს.

ასე რომ, იმედი მაქვს ძალიან ახლო მომავალში დაგვიბრუნდება. უბრალოდ, რადგან ჯერ გუნდთან ერთად არ არის, შემიძლია იმის თქმა, რომ არც პსჟ-სთან იქნება".

როგორც აქამდე იწერებოდა, ალისონი აპრილის ბოლომდე ვერ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ბრაზილიელი მეკარე ტრავმიდან ნაადრევად დაბრუნდება,

Facebook კომენტარები