ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა:
„სამწუხაროა, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, დავიმსახურეთ მეტი გოლის გატანა. მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა. კმაყოფილები ვართ, ჯერ კიდევ წინ არის მეორე მატჩი.“
"სიურპრიზია, რომ ლივერპული ისე თამაშობს, როგორც დღეს, ჩვენ შეჩვეულები ვართ მოწინააღმდეგეების ჩვენთან ადაპტაციას.
"კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. ის სტაბილურია, საიმედოა და ყოველთვის მზად არის ბრძოლისთვის.
"ხვიჩა დიდ ტურნირებზე განსხვავებულ მენტალიტეტს ყოველთვის ავლენს", - თქვა ენრიკემ.