1 საათის და 58 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პირველად ისტორიაში! - რა რეკორდი დაამყარა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენი ლივერპულს მასპინძლობს და 2-ბურთიანი სხვაობით ამარცხებს.

მატჩში თავი გამოიჩინა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლისთვისაც დღევანდელი შეხვედრა გამორჩეულია - კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი პარიზული გუნდის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 4 მატჩში შეძლო.

ხვიჩამ მონაკოს, ჩელსისა (ორივე მატჩში) და ლივერპულის კარის აღება შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. გატანილი გოლების რაოდენობით კვარა მხოლოდ ხულიან ალვარესს (9), ენტონი გორდონს (10), ჰარი კეინსა (11) და კილიან მბაპეს (14) ჩამორჩება.

წყარო: Belive.ge

Facebook კომენტარები