1 დღის და 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ეს მე კი არა, მათ უნდა გაეკეთებინათ" - მბაპე პსჟ-ს ახალ ფეხბურთელებზე

მადრიდის რეალის ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან თავისი ყოფილი გუნდის, პარი სენ-ჟერმენის შესახებ ისაუბრა:

"ვნანობ თუ არა პარის სენ-ჟერმენიდან წასვლას? ეს რომ მექნა უფრო ადრე, რის შემდეგაც ისინი გამხდარიყვნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, დიახ, ვინანებდი, რადგან დაუმთავრებელი საქმის შეგრძნება მექნებოდა. რეალურად კი პსჟ-ში 7 წლის მანძილზე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე.

წიგნში არ დარჩა ფურცელი, სადაც ახალი თავის დაწერას შევძლებდი. წასვლის დრო იყო, ახალი ისტორია კი სხვა ფეხბურთელებს უნდა შეექმნათ. დორტმუნდთან წაგება 1/2 ფინალში? ალბათ 500-ჯერ რომ გვეთამაშა, 499-ჯერ მოვიგებდით", - განაცხადა კილიან მბაპემ.

Facebook კომენტარები