როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ლვიერპული პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი 8 აპრილს პარიზში გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა ლივერპულში კი 14 აპრილსაა ჩანიშნული.
გამოცემა Guardian-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი მატჩამდე მერსესაიდელებისთვის სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს.
მისი ცნობით, პსჟ-სთან მატჩამდე ალექსნდრ ისაკი ტრავმიდან დაბრუნდება და ის ორივე მატჩში ხელმისაწვდომი იქნება.
ცნობისთვის შვედმა ფოვრადმა ბოლოს 20 დეკემბერს ტოტენჰემთან ითამაშა.