როგორც მოგეხსენებათ, მარტის მეორე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა თქვა:
"სამმცველიან ტაქტიკას დავუბრუნდით, რადგან ვფიქრობ, სექტემბერმა, ოქტომბერმა და ნოემბერმა დამანახა, რომ ოთხი მცველით სათამაშოდ მზად არ ვიყავით. სწორედ ამიტომ დავუბრუნდით ამ ძველ სისტემას, ოღონდ ახალი ფეხბურთელებით. გადრანი და ბერიაშვილი წარსულში ჩვენთან არ ყოფილან.
"მათაც უნდა დაიმკვიდრონ თავიანთი პოზიცია შემადგენლობაში, გუნდში და ჩვენთან ერთად უნდა ისწავლონ", - თქვა სანიოლმა.